რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან ნიკოლაი ხარიტონოვი ქართული მხარის დასასჯელად ინიციატივით გამოვიდა, რომ მოსკოვმა თბილისთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტოს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC-ის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
ხარიტოვნმა ეს ინიციატივა რუსეთის დუმის იმ სხდომაზე დააყენა, სადაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს დასჯაზე მსჯელობდნენ და ეკონომიკურ სანქციებს მხარიც დაუჭირეს.
თუმცა რუსეთი ვერ დასჯის საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით, რადგან ეს კავშირი ისედაც არ არსებობს. 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთმა თბილისმა გაწყვიტა. ამჟამად რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით თავადაა დაინტერესებული.
ეს ამბავი ხარიტონოვს რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმაც შეახსენა.
ამავე თემაზე
რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა