ახალი ამბებიეკონომიკა

ჭყონია მიესალმება, თუ ხაზარაძის მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

9 ივლისი, 2019 • 3180
ჭყონია მიესალმება, თუ ხაზარაძის მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ არაჩვეულებრივი იქნება და საზოგადოება უნდა მიესალმებოდეს, თუ მამუკა ხაზარაძის დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თავად ურჩევნია, ბიზნესსექტორში დარჩეს.

თუ მამუკა ხაზარაძე გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, მე არ შევუერთდები ამ მოძრაობას. მე არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომ – აი, პოლიტიკაში მოვედი… პოლიტიკოსობას უნდა განსაკუთრებული ცოდნა და ა.შ. მე ვარ ბიზნესმენი და ამიტომ ამაზე პრეტენზია არ მაქვს”, – განუცხადა ნეტგაზეთს თემურ ჭყონიამ.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი ნეტგაზეთთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მამუკა ხაზარაძის ბიზნესისტორიაზე, კავშირებზე და ა.შ. თემურ ჭყონია დარწმუნებულია, რომ ხაზარაძის მოძრაობა იქნება ძალიან ჭკვიანური ძალა და მის შესაძლო პოლიტიკაში წასვლას საზოგადოება მხოლოდ უნდა მიესალმებოდეს:

ათეულობით წელია ვიცნობ ამ ადამიანს და მის გარშემო ყოველთვის იკრიბებიან ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდები. მამუკა ახალგაზრდებს სწავლის შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ. ამ გაერთიანებაში შესაძლოა ჩვენ არც უნდა ვიყოთ. იქ უნდა იყვნენ ჩვენზე ძლიერი, მოწინავე აზროვნების, სხვა მენტალიტეტისა და სხვა ეპოქაში დაბადებული ადამიანები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იმ ეპოქაში, სადაც ჩვენ დავიბადეთ, მაინც რაღაც ტვირთი ყველას მოგვყვება. სულ სხვა საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს მომავალი არჩევნებისთვის. აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური სპექტრი. დღეს საკუთარ თავს ეძახიან პოლიტიკოსებს, თორემ ხალხი მათ არ ეძახის პოლიტიკოსებს”.

თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ძალიან ჭკვიანურ ძალად ჩამოყალიბდება – ახალი თაობის, ახალი მენტალიტეტის და ახალი განათლების.

რომ გადავეკიდეთ ამ გეპეის და კომაროველებს, არ მოგბეზრდათ? პოლიტიკაში უნდა იყოს საერთოდ სხვა კატეგორიის ხალხი. 21-ე საუკუნეა, მთვარეზე აპირებს ხალხი ცხოვრებას, ჩვენ კიდევ 30 წელია ერთსა და იმავე პოლიტიკოსებს ვუყურებთ. მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი, ახალი ხალხი გვჭირდება. ძველი თაობის წარმომადგენლებში მეც განმიხილეთ… არ ვარ იმ თაობის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს უნდა ერთვებოდეს. ახალგაზრდები უნდა წავიდნენ წინ, ეს არის მთავარი”, – განუცხადა ნეტგაზეთს ჭყონიამ.

  • 2019 წლის სექტემბერში თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას დაფუძნებას აანონსებს.

20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება”, – აცხადებს ხაზარაძე.

ვრცლად:

ხაზარაძე: გადავწყვიტე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი