მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქევე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა რუსთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს:
მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვნი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება”.
ბრიფინგის ბოლოს კი ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ და სტუმრად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა:
საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის, ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი, არ მომხდარა არცერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს”.