ახალი ამბები

დეკანოზმა დავით ისაკაძემ პარლამენტთან შეკრებილებს დაშლისაკენ მოუწოდა

9 ივლისი, 2019 • 1834
დეკანოზმა დავით ისაკაძემ პარლამენტთან შეკრებილებს დაშლისაკენ მოუწოდა

დეკანოზი დავით ისაკაძე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, “არსებობს პირობა, რომ თუ ისინი დაიშლებიან, ანტისაოკუპაციო აქციაც დატოვებს რუსთაველს, ხოლო გამზირი ბანერებისაგან გასუფთავდება.

დეკანოზ ისაკაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ მისცა ეს პირობა. რაც შეეხება საკანონმდებლო მოთხოვნებს, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და ა.შ. ისაკაძის თქმით, საჭიროა მუშაობის გაძლიერება საპარლამენტო დონეზე.

პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები ისაკაძის მოწოდების მიუხედავად არ დაიშალნენ, იყო შეძახილები, რომ მათ არ სჯერათ ზემოხსენებული პირობის. ისაკაძე ამბობს, რომ პირადად ის ბოლომდე დარჩება რუსთაველზე და დააკვირდება, აიღებენ თუ არა მეორე აქციის ბანერებს, თუ პირობა დაირღვევა, ის მომიტინგეებს კვლავ დაუძახებს.

კორდონის მეორე მხარეს კვლავაც დგანან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი