ახალი ამბები

უმსგავსობის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის- კალაძე

8 ივლისი, 2019 • 887
უმსგავსობის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის- კალაძე

“ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოიხსნა გუშინ. თუმცა,აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის!”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე 8 ივლისს.

თუმცა მანამდე, 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა პუტინს აგინა, კალაძემ განაცხადა, რომ ““პატრიოტიზმით” შენიღბულ ამ მასშტაბის პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე” არ დატოვებდნენ.

დღეს კი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

“ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოიხსნა გუშინ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის!ეს არის სწორედ ის,რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ”.

თბილისის მერი და “ოცნების” პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და კანონდარღვევის საშუალება არ უნდა მისცენ.

“ჩვენი-მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას რუსთაველის პროსპექტზე ამ ბოლო დღეების მანძილზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ.
არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და, რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება.”

გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი