ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივიე რუსო უხელმძღვანელებს

8 ივლისი, 2019 • 1869
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივიე რუსო უხელმძღვანელებს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ ოლივიე რუსო აირჩიეს. ის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

საბჭოს ხუთი წევრიდან მხოლოდ ერთია ქართველი. დავით წიკლაური წლებია საფინანსო სექტორშია, ის სხვადასხვა დროს საქართველოსა და თიბისი ბანკში მუშაობდა. სააგენტოს ინფორმაციით, საბჭოს წევრები საქართველოში სამ დღეს დარჩებიან.

პარლამენტმა საბჭოს წევრები დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენი 3 წლის ვადით, ხოლო დანარჩენი 5 წლის ვადით აირჩია. საინვესტიციო საბჭომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი