ახალი ამბები

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ლონდონში არტ პროექტის „მემკვიდრეობა“პრეზენტაცია შედგა

8 იანვარი, 2015 • 939
თიბისი ბანკის მხარდაჭერით ლონდონში არტ პროექტის „მემკვიდრეობა“პრეზენტაცია შედგა

„მემკვიდრეობა“ თანამედროვე მულტიმედიური პროექტია, რომლის ავტორი ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში მოღვაწე ქართელი არტისტი, ლევან მინდიაშვილია. პროექტზე მასთან ერთად თანამედროვე ქართველი ხელოვანები, ტატო ახალკაციშვილი, ირაკლი ბუგიანი, უტა ბექაია და არგენტინელი მხატვარი, კრისტიან ტონჰაიზერი მუშაობდნენ.    

 

გამოფენის მიზანს ისტორიული წარსულის გააზრება – ადამიანის ინდივიდუალიზმზე საბჭოთა დიქტატორული ეპოქისა თუ სხვა ისტორიული კონტექსტების გავლენის ხაზგასმა იყო.   

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, ხელოვანთა პირადი ნივთებისგან შექმნილი ინსტალაციები, რომლებიც ახლო ისტორიული წარსულის ერთგვარ ვიზუალიზაციას წარმოადგენდა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი