ახალი ამბები

კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული პროვოკაცია რეაგირების გარეშე დავტოვოთ

7 ივლისი, 2019 • 1387
კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული პროვოკაცია რეაგირების გარეშე დავტოვოთ

“ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

“ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!”, – აცხადებს კალაძე. 

უცნობია ზუსტად რა აქვს მხედველობაში კახა კალაძე, თუმცა სავარუდოდ იგი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინებას გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძე: მარაზმია, რაც გაბუნიამ ჩაიდინა, შემაშფოთებელია რეაქციაც – პუტინი დაგვბომბავსო

გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი