ახალი ამბები

მეტროში შეფერხება აღმოფხვრილია

5 ივლისი, 2019 • 1558
მეტროში შეფერხება აღმოფხვრილია

დღეს დილით მეტროსადგურ „სამგორიდან“ „ვარკეთილამდე“ გადაადგილება შეფერხებული იყო.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეტროსადგურის მუშაობის შეფერხების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. დილით გადაადგილება მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ იყო შესაძლებელი. შეფერხება დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი მგზავრების გადაადგილება მეტროსადგურ „ვარკეთილისკენ“ კვლავ აღდგა.

ამ დროისთვის თბილისის მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ეს მეტროში შეფერხების პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წელს მეტროს მუშაობა რამდენჯერმე შეფერხდა ტექნიკური მიზეზების გამო, რაც საზოგადოებისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი