ახალი ამბები

“ჯიჯი კლუბის ლეგენდა და სიმბოლოა” – ბუფონი იუვენტუსში დაბრუნდა

4 ივლისი, 2019 • 1269
“ჯიჯი კლუბის ლეგენდა და სიმბოლოა” – ბუფონი იუვენტუსში დაბრუნდა

დღეს, 4 ივლისს, ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნება. 41 წლის მეკარემ იუვესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში მინიმუმ 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ტურინული კლუბის ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ბუფონი იუვენტუსისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე კაპიტანი – “ჯიჯი კლუბის ლეგენდა და სიმბოლოა”.

ჯიჯი ბუფონი და პაველ ნედვედი

გასულ წელს ჯანლუიჯი ბუფონი ფრანგულ პსჟ-ში გადავიდა იუვენტუსიდან, სადაც 73,5%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა საგოლე მომენტების მოგერიების, იგივე “სეივების”. გასულ სეზონში მან ლიგა 1-ის 17 თამაშიდან 13 მოიგო. ჯიჯიმ ტიტულების გასაოცარ სიას ფრანგული ლიგა 1-ის და სუპერთასის ჩემპიონობაც მიამატა.

ჯიჯიმ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და მზადაა, რომ კლუბს ტიტულების მოგებაში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დაეხმაროს. იუვენტუსმა ლეგენდარული მეკარის ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა:

მასალების გადაბეჭდვის წესი