ახალი ამბები

BBC: “Интер”-მა კობზონთან დაკავშირებული სკანდალის გამო სამაუწყებლო ბადე შეცვალა

4 იანვარი, 2015 •
BBC: “Интер”-მა კობზონთან დაკავშირებული სკანდალის გამო სამაუწყებლო ბადე შეცვალა

 

საახალწლო ეთერთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ტელეკომპანიის ოფისთან 20-მდე ნიღბიანი მივიდა, რომლებსაც ხელთ უკრაინული დროშები ეჭირათ და შენობას ქვები დაუშინა, რის შედეგადაც ტელევიზიის პირველი სართულის კარის მინები ჩაიმსხვრა. გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

იოსიფ კაბზონი - პერსონა ნონ გრანტა უკრაინაში
იოსიფ კაბზონი – პერსონა ნონ გრანტა უკრაინაში

მანამდე არხი მკაცრად გააკრიტიკეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, ასევე, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა იმისათვის, რომ “Интер”-მა ახალი წლის ღამეს ეთერი რუს შემსრულებლებს დაუთმო.

 

„ტელეკომპანია “Интер” ეთერიდან ხსნის ყველა საახალწლო კონცერტსა და მიუზიკლს, მათ შორის თავის მიერვე წარმოებულს, რომლებიც მანამდე ჰქონდა დაანონსებული“, – ნათქვამია არხის განცხადებაში, რომელიც პარასკევს საღამოს გავრცელდა.

 

მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა მოითხოვა ტელეკომპანია “Интер”-ს ჩამოერთვას ლიცენზია იმ რუსი არტისტების მონაწილეობით გამართული კონცერტის გაშუქებისთვის, რომლებიც უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკას მხარს უჭერენ.

“Интер” ერთ-ერთი რეიტინგული უკრაინული სატელევიზიო არხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი