ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მინდა ვნახო საქართველო რუსეთის გარეშე – დევნილი ცხინვალიდან [ვიდეო]

4 ივლისი, 2019 • 5458
მინდა ვნახო საქართველო რუსეთის გარეშე – დევნილი ცხინვალიდან [ვიდეო]

24 წლის გვანცა მზარეულიშვილი ილუსტრატორია, რომელმაც ოკუპაციის თემაზე საკუთარი ნამუშევრები თბილისში მიმდინარე აქციებზე გაიტანა.

“ომი ჩემს ცხოვრებას სულ მოსდევს, მამაჩემი იყო დევნილი ცხინვალის ჯერ კიდევ პირველი ომის დროს და მე და ჩემი ძმა თბილისში, “ტურბაზაში” გავიზარდეთ, სადაც 600 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. 2008 წელს უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე ომის დღეები.

მგონია, რომ სწორია ჩვენი ბრძოლა დღეს. ახალგაზრდებში დიდი ძალაა და, ვფიქრობ, თუ ერთად დავდგებით, რაღაცების შეცვლას შევძლებთ. პირდად მე იმისთვის გავდივარ აქციებზე, რომ მინდა ვნახო საქართველო რუსეთის გარეშე. მინდა ოდესღაც ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის გავლენის გარეშე ვიცხოვროთ”.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი