ახალი ამბები

ქართველ მორაგბეებს რუსული კლუბი კონტრაქტს აღარ გაუწყევტს

4 ივლისი, 2019 • 783
ქართველ მორაგბეებს რუსული კლუბი კონტრაქტს აღარ გაუწყევტს

ორი ქართველი მორაგბე, რეზი ბროძელი და საბა ილურიძე, რუსულ კლუბ “სლავაში” თამაშს გააგრძელებენ. რეზი ბროძელის განცხადებით, კლუბმა საკუთარი გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ფაქტში გარკვევა საქართველოს რაგბის კავშირმა დაიწყო. 

“აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ [სვანიძე] და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება. აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო. ყველაფერი გაირკვა და დალაგდა!” – წერს რეზი სოციალურ ქსელში.

მორაგბის აზრით,  მესამე პირები ინტრიგანულად ცდილობდნენ მისი და საბას სოლიდარობის ჟესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას, ხოლო კლუბ “სლავას” მათი გაშვება არანაირად არ უნდოდა. 

შეგახსენებთ, გუშინ თავად მორაგბეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რუსულმა სარაგბო “კლუბმა” სლავამ მათთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამის მიზეზად პირდაპირ დასახელდა საქართველოში 20 ივნისიდან მიმდინარე აქციებისადმი გამოხატული ჟესტი – ცალ თვალზე ხელის აფარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი