გადაწყვეტილებს მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ასევე, ფრაქცია რესპუბლიკელებმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა. სხდომის მიმდინარეობისას კენჭისყრამდე საკითხის გადადება ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებმაც და თავისუფალმა დემოკრატებმაც მოითხოვეს. გადაწყვეტილებას ხმა უმრავლესობის წარმომადგენლებმა მისცეს.
ზემოხსენებულ საკითხს კენჭი ქალაქის გენგეგმის ფარგლებში ეყარა. დეპუტატების ნაწილი ითხოვდა, რომ გენგემის საკითხი კენჭისყრაზე ცალკე დამდგარიყო, ხოლო სოლოლაკის რეკრეაციული ზონის საკითხი – ცალკე, თუმცა დეპუტატთა უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა.
გადაწყვეტილებას აპროტესტებენ პარტიზანი მებაღეები, ასევე, თბილისის ჰამქარი. საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან 4 ადამიანი დააკავეს. ზემოხსენებულ ტერიტორიაზე პანორამა-თბილისის პროექტი უნდა განხორციელდეს. საზოგადოებრივი მოძრაობები კი ითხოვენ კვლევებს, თუ რა გავლენას მოახდენს პროექტი ძველი თბილსის იერსახეზე, რომელიც თბილისის ჰამქრის წარმომადგენლის ცირა ელისაშვილის განმარტებით, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიის პრეტენდენტობისთვის იბრძვის. ელისაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე ბრძოლა გაგრძელედება აქციების ხაზით. ასევე, მისი განმარტებით, შესაძლოა საქმე სასამართლომდეც მივიდეს, რადგან საზოგადოების გვერდის ავლით საკითხის ასე სწრაფად დამტკიცებით არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი ირღვევა, რომელიც საქართველოს პარლამენტს აქვს რატიფიცირებული.