ახალი ამბები

კალაძის თქმით, ფოთის ტერმინალში რუსული კომპანიის შესვლას მთავრობა ვერ შეაჩერებს

30 დეკემბერი, 2014 •
კალაძის თქმით, ფოთის ტერმინალში რუსული კომპანიის შესვლას მთავრობა ვერ შეაჩერებს

“ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ “როსნეფტმა” გარკვეული წილი იყიდა და ეს დღეს ოფიციალურადაა დადასტურებული. თვითონ “გალფს” რაც შეეხება, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კომპანია ასოცირდებოდა კეზერაშვილთან. სააკაშვილის ძირითად აქტივებს კეზერაშვილი მართავდა, იაკობაშვილი ფიქტიური წარმომადგენელი იყო იმ კოპანიის, რომლითაც მოხდა წილობრივი გასხვისება. ეს არის ტერმინალი და ასეე ბენზინგასამართი სადგურები. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმე შეფერხება გავაკეთოთ, ჩავშალოთ ეს ტრანზაქციები, რომელიც ოფშორულ ზონაში მოხდა”,- განაცხადა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

“როსნეფტმა” ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კუთვნილ “Petrocas Energy Limited”-ში 49% -იანი წლილის შესყიდვის შესახებ განაცხადა. თავის მხრივ დავით იაკობაშვილი  კომპანია “ჩელენჯ ენერჯის” აქციონერია, რომელიც ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს.  

 

“ინტერფაქსის” ცნობით, დავით იაკობაშვილი “Petrocas Energy Limited”-ში საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებს, თუმცა ფინანსური გარიგების მოცულობა არ ხმაურდება. 

 

აღნიშნული ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია “როსნეფტის” ვებგვერდზეც ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ორი კომპანია ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც ლოჯისტიკის და საცალო გაყიდვების სფეროში იმუშავებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი