ახალი ამბები

საკრებულოსთან “პარტიზანი მებაღეები” დააკავეს

30 დეკემბერი, 2014 •
საკრებულოსთან “პარტიზანი მებაღეები” დააკავეს

“პარტიზანი მებაღეები” დედაქალაქში, კერძოდ, სოლოლაკში ზონალური სტატუსების შეცვლის საკითხის გადადებას ითხოვენ, რაც, მათი განმარტებით, “პანორამა თბილისის” პროექტს უკავშირდება და ამ პროექტზე საჯარო განხილვების მოწყობას მოითხოვენ.


დაკავებამდე აქციის მონაწილეებმა საკრებულოს მთავარი შესასვლელი გადაკეტეს. მანამდე თბილისის საკრებულოს შენობიდან “პარტიზანი მებაღეების” რამდენიმე წარმომადგენელი გააძევეს. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც საკრებულოს წევრებსა და “პარტიზან მებაღეებს” შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. 

 

დღეს თბილისის საკრებულოში, გაფართოებულ ფორმატში, დეპუტატები მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს იხილავენ. პარტიზანი მებაღეების გუშინდელი განცხადებით, აღნიშნული სხდომა აქციის ფონზე ჩაივლიდა. 

 

27 დეკემბერს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ იმსჯელა ქალაქის სხვადასხვა უბნებში ზონალური სტატუსების შეცვლის შესახებ, მათ შორის, სოლოლაკში მდებარე რამდენიმე ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლის თემაც განიხილეს.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი