ახალი ამბები

გახარიას გვერდით მდგომი ჟურნალისტების თვალზე ხელაფარებული პროტესტი

3 ივლისი, 2019 • 3663
გახარიას გვერდით მდგომი ჟურნალისტების თვალზე ხელაფარებული პროტესტი

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც მთავრობის წევრები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა, საქართველოს ჰიმნის ფონზე ორმა ადამიანმა — ჟურნალისტებმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და ნინო ჯანგირაშვილმა — მარცხენა თვალზე ხელები აიფარეს.

ეს ჟესტი გამოხატავს სოლიდარობას 20-21 ივნისის დემონსტრაციის დარბევისას დაშავებული ადამიანების მიმართ. იმ დღეს მარცხენა თვალი ორმა ადამიანმა დაკარგა.

3 ივლისს, აშშ-ის საელჩოში მიღების დროს, ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად თვალებზე ხელები აიფარეს. სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც დემონსტრანტები უკვე 2 კვირაა ითხოვენ. იქვე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

დემონსტრაციაზე წართმეული თვალები და ბეწვზე გადარჩენილი მხედველობა

მასალების გადაბეჭდვის წესი