ახალი ამბები

4 ივლისს “სირცხვილიას“ ფარგლებში პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი გაიმართება

3 ივლისი, 2019 • 1910
4 ივლისს “სირცხვილიას“ ფარგლებში პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი გაიმართება

პარლამენტთან აქცია “სირცხვილიას“ ფარგლებში მუსიკოსები აქცია-კონცერტს გამართავენ. აქციის ორგანიზატორები უკვე 2 კვირაა, რაც პარლამენტთან დემონსტრაციებს მართავენ. მათი თქმით, მე-15 დღეს პროტესტს მუსიკოსებიც შეუერთდებიან.

რაც შეეხება მომღერლებს, ხუთშაბათს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

KayaKata;

სოფო ბათილაშვილი;

ნიკა კოჩაროვი;

ერეკლე დეისაძე;

მწვანე ოთახი;

მარტივი გამოსავალი;

ჯგუფი არა;

რობი კუხიანიძე;

მაია დარსმელიძე;

გია თოიძე;

გიორგი უშიკიშვილი;

თამრიკო ჭოხონელიძე;

ანიტა რაჭველიშვილი;

თერიკა და დასავლელი;

Kung Fu Junkie;

Bedford Falls;

Mellow

LOUDspeakers;

The BearFox;

Four Dimensional Monster Lobsters.

რაც შეეხება აქციის ფორმას, გუშინ, 2 ივლისს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პარლამენტთან პერმანენტულ შეკრებებს ფორმა შეეცვლება. მათი თქმით, ისინი ტერიტორიაზე სამუშაო სივრცეებს მოაწყობენ, პერიოდულად კი მშვიდობიან მარშებს გამართავენ.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

ვინ არიან პარლემენტთან აქციების ორგანიზატორები და რა გეგმები აქვთ — ინტერვიუ შოთა დიღმელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი