ახალი ამბები

რუსული ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს“ დელეგაცია საქართველოს ეწვია

3 ივლისი, 2019 • 1802
რუსული ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს“ დელეგაცია საქართველოს ეწვია

რუსული ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს” დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. პარტია აცხადებს, რომ ვიზიტი პუტინის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვამდე 1 კვირით ადრე დაგეგმა.

თბილისში პარტიის წარმომადგენლები “იაბლოკოს“ თავმჯდომარის თანაშემწესთან, ალექსანდრ გნეზდილოვთან ერთად ჩამოვიდნენ და აქ “ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალებთან“ შეხვედრას გეგმავენ.

“ახლა, როდესაც [რუსულ] სამთავრობო მედიაში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ამდენი სპეკულაციაა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი ჩვენი თვალით გვენახა. რთულ დღეებში კეთილსინიდისიერი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ვალია, ერებს შორის ხიდების აშენება და არა მათი დაწვა. ჩვენი გამომგზავრება  მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ვიზიტია, ასევე პატივისცემაა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ,“ – ამბობს ალექსანდრ გნეზდილოვი. 

“იაბლოკომ“ რუსეთის ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. 2011 წელს მან ამომრჩეველთა ხმების 3,43 % აიღო, ხოლო 2016-ში- 1,99 %.

მასალების გადაბეჭდვის წესი