ახალი ამბები

„რუს ტურისტებზე თავდასხმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა“ – ტურიზმის ადმინისტრაცია

3 ივლისი, 2019 • 2206
„რუს ტურისტებზე თავდასხმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა“ – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახლახან საქართველოში რუს ტურისტებზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდა.

„ერთ-ერთ რუსულ ონლაინ-გამოცემაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თან ერთვის 2014 წლის ვიდეოკადრები, სადაც არ ფიქსირდება არანაირი ფიზიკური აგრესია.

შექმნილი ვითარების ფონზე მიუღებელია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტებზე თავდასხმის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უმაღლეს დონეზე უზრუნველოყოფილია მოქალაქეთა და უცხოელ ტურისტთა უსაფრთხოება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომელიც აზიანებს საქართველოს როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო, ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს“ ,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედია ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები რუს ტურისტებს თბილისში თავს დაესხნენ.

მათ შორის, აღნიშნული ტყუილი გაავრცელეს რუსულმა გამოცემებმა:

ყალბი ინფორმაციის დამაჯერებლობისთვის რუსულ მედიას მოჰყავს იუთუბის რამდენიმე არხის, მათ შორის Сергей Колясников-ისა და Интер Сторис-ის მიერ 2 ივლისს ატვირთული ვიდეო, რომლის პირველწყაროც არის “თავისუფალი ზონა” და რეალურად, ეს კადრები 2014 წლის 24 აგვისტოთი თარიღდება.

ვრცლად ამ თემაზე: 

რუსული მედიის მანიპულაცია საქართველოში რუს ტურისტებზე თავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი