ახალი ამბები

რუსთაველზე კარვებში შიმშილობას 3 ადამიანი განაგრძობს

2 ივლისი, 2019 • 943
რუსთაველზე კარვებში შიმშილობას 3 ადამიანი განაგრძობს

უკვე მერვე დღეა, რაც 3 აქტივისტი შიმშილობას განაგრძობს. თავდაპირველად, შიმშილობის აქციაში 7 ადამიანი ჩაერთო, თუმცა დროთა განმავლობაში სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ბექა ბასილაია ერთ-ერთია, რომელიც პარლამენტის წინ შიმშილობას აგრძელებს. მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ გახარია თანამდებობას დატოვებს. ის ასევე ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

სხვა აქტივისტების მსგავსად, გუშინ, პირველ ივლისს, შეუძლოდ გახდა აქტივისტი გიგა ლემონჯავაც, რომელიც 9 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

დემონსტრანტი, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი