ახალი ამბებირეკლამა

პროფესიული განათლების მასწავლებლები სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციებში გადამზადდებიან

2 ივლისი, 2019 • 963
პროფესიული განათლების მასწავლებლები სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციებში გადამზადდებიან

2 ივლისს, სასტუმრო „Best western city Center”-ში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ტურიზმის ექსპერტი, KMS Georgia-ს დირექტორი მაია წერეთელი უძღვებოდა.  ორდღიან ტრენინგს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან,  რომლებიც ტურიზმის მიმართულებით პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.

სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა;  მომსახურების კულტურა; მართვის კომპონენტები; გაყიდვებისა და მარკეტინგის ტენდენციები; გარემოს დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი