ახალი ამბები

მელიას ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ დამატებითი კონტროლისათვის

2 ივლისი, 2019 •
მელიას ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ დამატებითი კონტროლისათვის

2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ნიკა მელიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არ გაუუქმა მელიას ის შეზღუდვები, რაც საქალაქო სასამართლომ დაუწესა, მაგალითად, საჯარო განცხადების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; მოწმეებთან კომუნიკაცია;

მეტიც, სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, ამ სანქციებს კიდევ ერთი დაემატა — დეპუტატს ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ დამატებითი მონიტორინგისათვის.

ნახეთ ასევე:

4 რამ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აუკრძალა

მასალების გადაბეჭდვის წესი