ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭირეთ ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით

26 დეკემბერი, 2014 •
მარგველაშვილი: ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭირეთ ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით

“ქართველი მებრძოლების ქმედებები უკრაინაში პოლიტიკური განხილვის საკითხი ვერ იქნება. საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო და საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგა. ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდუალური”- განაცხადა მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა რეზოლუციებით, ასევე, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით:

 
“ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგია – ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. სამხედრო თემატიკაში საქართველოს ჩართვა არის უაღრესად სახიფათო თემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი არ გადადგა, არც უნდა გადაედგა. შესაბამისად, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდების ინიციატივა. პოლიტიკური განხილვების საკითხი ვერ იქნება ქართველი მებრძოლების ქმედებები. ეს ცალკე ისტორებია. ჩვენ მართლა გამოვხატეთ მხარდაჭერა. საქართველომ დაუჭირა უკრაინას მხარი ბევრად მეტად, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, შეერთებული შტატები ავიღოთ – ჩვენზე მეტი განცხადება ვინმეს გაუკეთებია? ჩვენ, პატარა ქვეყანა, რუსეთის მეზობელი, ბევრად მეტად რისკავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს. თუ ეს სტანდარტი არ მოსწონს ოპოზიციას, ეს ოპოზიციის უფლებაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი