ახალი ამბები

რ2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოქვეყნდება

2 ივლისი, 2019 • 1321
რ2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოქვეყნდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მას, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.

ეს საქმეებია:

  • ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე);
  • ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ;
  • გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).

მასალების გადაბეჭდვის წესი