ახალი ამბები

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

2 ივლისი, 2019 • 2232
ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

hollywood reporter-ის ინფორმაციით, ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ ივლისს გავრცელდა.

გიორგი შველიძესთან ერთად აკადემიის ახალი წევრები გახდნენ ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები.

გიორგი შველიძე  ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ ოპერატორია, 2019 წლის თებერვალში მან ამ ფილმისთვის ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი პრიზი მიიღო.  „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

კინოაკადემიაში წელს 842 ახალი წევრი აირჩიეს 59 ქვეყნიდან, აქედან 50 პროცენტი ქალია, 29 პროცენტი კი – ფერადკანიანი. წყაროს ცნობით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე „ოსკარის“ ორგანიზაცია მუშაობდა იმისთვის, რომ ამერიკის კინოაკადემია გაფართოებულიყო და უფრო გლობალური და ინკლუზიური გამხდარიყო.

„ნამე“ საქართველოს კინოცენტრმა ასევე წარადგინა „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

“ნამეს” ოპერატორმა უარი თქვა მოსკოვში ჩასვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი