მისი თქმით, მომხდარი რეაგირების გარეშე არ დარჩება და რეგლამენტით გათვალისიწნებული ყველა ზომა იქნება გამოყენებული მოვლენების სათანადო შესწავლის შემდეგ. მან დეპუტატებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
“ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ასეთი ინციდენტებისთვის არ ვართ ჩვენ აქ. მწყობრიდან გამოსული საქართველოს პარლამენტი ნიშნავს მწყობრიდან გამოსულ ქართულ სახელმწიფოს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გინებას მოჰყვა.





