ახალი ამბები

პრემიერი ავარეთ–კახეთის გზაზე: ჩვენ არ ვმუშაობთ ამ საკითხზე

26 დეკემბერი, 2014 •
პრემიერი ავარეთ–კახეთის გზაზე: ჩვენ არ ვმუშაობთ ამ საკითხზე

“ჩვენი მხრიდან არაფერი არ იგეგმება და გაუგებარია, ეს აჟიოტაჟი საიდან წამოვიდა. თუმცა მე მესმის, საიდანაც წამოვიდა, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ ჩვენგან არ იგეგმება არაფერი. ჩვენ არ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ეს საკითხი არ განიხილება, არ დგას მთავრობის დღის წესრიგში,” – განაცხადა პრემიერმა.

 

ამ თემასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების არსებობა უარყო პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და განაცხადა, რომ კარასინთან მსგავს პროექტებზე მოლაპარაკება არ ქონია. ასევე, რამდენიმე თვის წინ ეს ინფორმაცია უარყო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხზე საუბარი ქართულ მხარესთან არ ყოფილა.

 

ტელეკომპანია “იმედმა”  24 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოსკოვში საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საგზაო პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. კარასინის თქმით, საუბარია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი