ახალი ამბები

სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

26 დეკემბერი, 2014 •
სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

როგორც სოფლის რწმუნებული ამბობს, ამჟამად სოფელში ცათიაშვილის დედა ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ სირიაში 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილის 21 წლის ძმა, ზელიმხან ცათიაშვილი დაიღუპა.


სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარეს პანკისის ხეობიდან წასული საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან. ამ დროის ინფორმაციით,  9 მათგანი დაიღუპა.


“თქვენ ძალიან რთულ საკითხს შეეხეთ, ჩვეთვის ძალიან მტკივნეული არის თითოეული მოქალაქის დაკარგვა, მაგრამ ამ მოქალაქეების არჩევანი იყო თავის დროზე, როდესაც ისინი წავიდნენ ქვეყნიდან, დატოვეს ქვეყნის ტერიტორია და წავიდნენ სირიაში საბრძოლველად”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნეტგაზეთის” შეკითხვას პანკისის ხეობიდან სირიაში ისლამური სახელმწიფოსთვის საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი