“კოალიციის მართვა არ არის ერთი პარტიის მართვა, რთულია და ჩვენ ამის გამოცდილება არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა დიქტატორული რეჟიმი. კოალიცია დაიშლება-არ დაიშლება, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ ვაპირებთ კოალიცია შევინარჩუნოთ არჩევნებამდე და არ არის გამორიცხული, კოალიცია ამ ფორმით წარსდგეს საპარლამენტო არჩევნებზე”, – ამის შესახებ მან დღეს, 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვლის თქმითვე, პროგნოზირება, თუ რა მოხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, არ შეიძლებოდა.
“ძალიან რთულია, ჩვენ არ ვართ წინასწარმეტყველები და მკითხავები. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ ვაკეთებთ რეალურ პოლიტიკას. კოალიციები იშლება, სუბიექტები გადიან. ეს არის მუდმივი პროცესი ყველგან. ეს პოლიტიკაა. ყოველდღე რაღაც იცვლება, ადამიანები არიან. მე ამაში ვერ ვხედავ განსაკუთრებულობას. პირიქით, ეს არის ჯანსაღი პროცესი, დემოკრატიულობის მაჩვენებელი. ის, რაც ხდება ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ ეს პროცესი ხდება საქართველოში. მე ვისურვებდი, საკითხები განხილვა შიგნით ხდებოდეს და თუ ვერ შევთანხმდებით შიგნით, შემდეგ ხდებოდეს საზოგადოებაში ამის გამოტანა. ალბათ ამასაც დრო სჭირდება, დაიხვეწება ყველაფერი. ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა და ზოგადად პოლიტიკოსები არიან ამბიციურები, და ხშირად ისინი მოქმედებენ არა საერთო სახელმწიფოს ინტერესებისდან გამომდინარე და ვიწრო პარტიული ინტერესებით. ამ შემთხვევაში უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას.”