ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რთულია გიპასუხოთ, სად ვხედავ თავს 2030 წელს

26 დეკემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: რთულია გიპასუხოთ, სად ვხედავ თავს 2030 წელს

“მე ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ძალიან ბევრს მუშაობს. მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომ მისი ნათქვამი პოლიტიკიდან წასვლის წინ იყო ის, რომ არათუ მიდის სადმე, არამედ მოდის,  ყველაზე რთულ სფეროში, რაც არის სამოქალაქო საზოგადოება. მართლაც, მე მინდა გითხრათ, რომ ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხედრხდება ვერსად  ქვეყნის და საზოგადოების გარდაქმნა, განვითარება და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ძალიან ძნელია გიპასუხოთ, 20 წელიწადში სად ვხედავ ჩემს თავს. მე არ მიფიქრია, სად ვიქნებოდი არჩევნების დროს, არც მაშინ დამინახავს საკუთარი თავი, როდესაც მინისტრი ვიყავი, მაგრამ მოვლენები განვითარდა ისე, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური. სად ვიქნებით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურები ვიქნებით, ღირსეულად შევასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს ჩვნი ქვეყნის და ხალხის წინაშე”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება 2030 ჩამოაყალიბა, იგი ტელეპროექტის გაკეთებასაც გეგმავს, რომელიც GDS-ზე გავა:

 

“ტელეპროექტი 2030 გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე. ალბათ ყოველდღიური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა. სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადეობა 2030-დან მოწვეული, ასევ გარედან, საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება ანალიზი საინტერესო მოვლენების”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

 

ივანიშვილის თქმით, გადაცემაში ისაუბრებენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ კვირაობით, ერთი საათით თავადაც გაუძღვება სამ წამყვანთან ერთად გადაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი