ახალი ამბები

ვაგრძელებ შიმშილობას — დემონსტრანტი შიმშილობის 8 დღის შემდეგ

30 ივნისი, 2019 • 1312
ვაგრძელებ შიმშილობას — დემონსტრანტი შიმშილობის 8 დღის შემდეგ

პარლამენტთან აქტივისტები შიმშილობას აგრძელებენ. მათი თქმით, 8 დღის განმავლობაში შიმშილობის გამო 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც მათ შიმშილობა შეწყვიტეს.

გიგა ლემონჯავა 8 დღეა, რაც შიმშილობს. „ვარ ენერგიულად და შიმშილობა გაგრძელდება მანამდე,სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება და გახარია არ გადადგება“, — ამბობს ლემონჯავა.

ნეტგაზეთს გიგა ლემონჯავა ეუბნება, რომ შიმშილობა 7 ადამიანმა დაიწყო, — 4-მა პარლამენტთან, 3-მა კი შეკვეთილში. ამ შვიდიდან, მისივე თქმით, 3 ადამიანი ცუდად გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთ-ერთ მათგანს, ლემონჯავას თქმით, გული წაუვიდა, წაქცევისას კი თავი დაარტყა და დამატებითი ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება სასწრაფოს, ლემონჯავა ყვება, რომ პარლამენტთან დროთა განმავლობაში სასწრაფოს ბრიგადა პატრულირებს.

ნახეთ ასევე:

5 დემონსტრანტი: ვიშიმშილებთ, სანამ აქციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი