ახალი ამბები

ანონსი – 26 დეკემბერი

26 დეკემბერი, 2014 •
ანონსი – 26 დეკემბერი

10:30 –  ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის 0 სართულზე სერგო რატიანი პრესკონფერენციას გამართავს. საკონტაქტო პირი: გიორგი ქართველიშვილი 551888468

 

11:00 –  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქონებისმართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

 

11:00 –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. მის: სანაპიროს ქ. #2 (იუსტიციის სახლი მე–3 სართული)


11:00 – სასტუმრო რედისონში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები  საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ პრეზენტაციას დაესწრებიან. 


12:00-  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლები გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც სოლიდარობას გამოუცხადებენ კომპანია „არემჯის“.

 

13:00 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.


20:00 –  ლვოვის ქ. # 33-ში გაიხსნება მხატვარ-დიზაინერი ლიკო ჩიხლაძის გალერეა „ფილიგრანი“. გახსნასთან დაკავშირებით გალერეაში წარმოდგენილი იქნება ლიკო ჩიხლაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით: „ზამთარში შეციებული ფერადი ჩიტები“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი