ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი პოლიციამ გააფრთხილა და გაათავისუფლა

30 ივნისი, 2019 • 1193
აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი პოლიციამ გააფრთხილა და გაათავისუფლა
აზერბაიჯანელი ოპოზიციისა და პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი, რომელიც 28 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში დააკავეს, პოლიციამ გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა.

როგორც თავად ალი ქერიმლი აცახდებს, სამართალმდაცველებმა მას განუმარტეს, რომ “სოლიდარობის მარათონი”, რომელსაც ოპოზიცია, სხვადასხვა დროს დაჯარიმებული აქტივისტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მართავდა, უკანონო იყო.

აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი ალი ქერიმლი დააკავეს

“ავუხსენი, რომ არანაირი უკანონობა აქ არ იყო და რომ მათი პრეტენზიები აბსურდულია. სავარაუდოდ, მათ ეგონათ, რომ ამ მარათონს მსვლელობის სახე ექნებოდა. მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეჟიმის შეუწყნარებლობა ცივილური პოლიტიკურ კონკურენციის მიმართ”, – ამბობს ქერიმლი.

ალი ქერიმლის 12 წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ქერიმლი აზერბაიჯანში ის იშვიათი ოპოზიციური ლიდერია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს.

ალი ქერიმლისთან ნეტგაზეთის 2017 წლის ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი