ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი ალი ქერიმლი დააკავეს

28 ივნისი, 2019 • 1223
აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი ალი ქერიმლი დააკავეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციისა და პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი დღეს, 28 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში დააკავეს.

როგორც პარტიის წარმომადგენელი, გიოზელ ბაირამლი ამბობს, დღეს პარტია “მუსავატის” ოფისში “სოლიდარობის მარათონი” იმართებოდა ბოლო თვეებში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახდელად თანხების შეკრების მიზნით.  მისი თქმით, ქერიმლი პარტიის შენობიდან გასვლის დროს პოლიციამ დააკავა.

“ჯერ არაფერი ვიცით. პოლიციას განმარტებები არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ქერიმლის ჯერ არ შეუძლია ჩვენთან ტელეფონით დაკავშირება “.

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი 2018 წლის 17 ნოემბრის მსვლელობაზეც დააკავეს და  ჯარიმის გადახდის შემდეგ 19 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ალი ქერიმლის 12 წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ქერიმლი აზერბაიჯანში ის იშვიათი ოპოზიციური ლიდერია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს.

ალი ქერიმლისთან ნეტგაზეთის 2017 წლის ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი