ახალი ამბები

გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია კვირას 19:00 საათზე განახლდება

29 ივნისი, 2019 • 876
გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია კვირას 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტთან პროტესტიქ მე-10 დღე დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია კვირას, 30 ივნისს კვლავ 19:00 საათზე განახლდება.

ფართომასშტაბიანი აქციები თბილისში პარლამენტის შენობასთან უკვე მე-10 დღეა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქციის მოანწილეები 20 ივნისის მოვლენების გამო შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქცია მაინც არ წყდება და გრძელდება შს მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი