ახალი ამბები

პროტესტის ათი დღე თბილისში – თავისუფლების მარში 29 ივნისს 19.00 საათზე დაიწყება

29 ივნისი, 2019 • 1723
პროტესტის ათი დღე თბილისში –  თავისუფლების მარში 29 ივნისს 19.00 საათზე დაიწყება

29 ივნისს თბილისში, მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან მეათე დღეს, თავისუფლების მარში გაიმართება.

დემონსტრანტები 19.00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკების მოედანზე და ტავისუფლების მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ.

აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებელი არის სწორედ გიორგი გახარია.

პროტესტი თბილისში 20 ივნისის დილას დაიწყო,  როცა “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა პარლამენტში შესვენებისას ტრიბუნა დაიკავეს და რუსეთის დუმის დეპუტატს სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს:

დღის განავლობაში და საღამოს პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. დემონსტრანტები დაარბიეს.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მოქალაქე, რომელსაც, სავარაუოდ, თვალი აქვს დაზიანებული. ფოტო: ინტერპრესნიუსი

დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გახარიას გადადგომის მოთხოვნით. 27 ივნისი, 2019. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 საათზე იკრიბება პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავს, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი