ახალი ამბები

შფერხება მეტროში: საბურთალოს ხაზზე მხოლოდ „დელისამდე” არის გადაადგილება შესაძლებელი

29 ივნისი, 2019 • 1055
შფერხება მეტროში: საბურთალოს ხაზზე მხოლოდ  „დელისამდე” არის გადაადგილება შესაძლებელი

კვლავ შეფერხებაა თბილისის მეტროში.  ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა – ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან არ  მუშაობს. მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე” არის შესაძლებელი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ:

“მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი”- „ვარკეთილი”) შეუფერხებლად მუშაობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის”, – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა მეტროში ამგვარი შეფერხების. ამ წელში მეტროში შეფერხება ტექნიკური მიზეზების გამო, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, უკვე მრავალჯერ მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი