ახალი ამბებირეკლამა

ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიმართვა

28 ივნისი, 2019 • 1801
ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიმართვა

ასოციაცია „ქართული ღვინო“ მიმართავს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და აცხადებს, რომ „სახელმწიფომ უნდა აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, რათა შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს“.

ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია: „ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს საკუთარი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არავისთვის არ არის სიახლე. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკამ ის შედეგი მოგვცა, რომ გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი.

ჩვენ ღვინო გაგვაქვს ისეთ ბაზრებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტის შესაძლებლობა იყო წარმოუდგენელი, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ ქართულ ღვინოს. ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, სხვადასხვა რგოლით, ათობით ათასი ადამიანია ჩართული. ტრადიციული დარგი აქტიურად ვითარდება, ქართული ღვინო სულ უფრო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი ხდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი