ახალი ამბებირეკლამა

ჩვენი ღვინო ჩინეთის უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში – ქართული ღვინის ახალი ეტაპი

21 ივლისი, 2023 •
ჩვენი ღვინო ჩინეთის უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში – ქართული ღვინის ახალი ეტაპი

ამიერიდან, როცა ჩინეთში მოხვდებით, შანხაიში, პეკინსა თუ სხვა დიდ ქალაქში, უბნის ჩვეულებრივ, ქსელურ მარკეტში დაგხვდებათ ქართული ღვინო „რანინა“. დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული ეს ღვინო მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე რომ მოხვედრილიყო დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული.

Georgian Wine Network-ი კოორდინაციას უწევს ქართული ღვინის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას ჩინეთში. ორგანიზაცია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი პრომოუტერია, რომელიც მრავალრიცხოვან შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს და სხვა აქტივობას აწყობს ქართულ ღვინის პოპულარიზაციისთვის. ქსელში გაერთიანებულია ქართული ღვინის ექვსი მწარმოებელი, მათ შორისაა დუგლაძის ღვინის კომპანია.

ranina
ქართული ღვინო შანხაის მაღაზიაში

ეს პირველი შემთხვევაა, ქართული ღვინის ჩინეთში არსებობის ისტორიაში, როცა ის უამრავ მაღაზიასა და ქსელურ სუპერმარკეტში სისტემურად შევა.

„რანინას“, ჩინეთის მასშტაბით, მსოფლიოში ცნობილ ისეთი სავაჭრო ქსელებში შეხვდებით, როგორიცაა 7-ELEVEN, Family Mart, LAWSON და ა.შ.

ქართული ღვინო ათწლეულზე მეტია ჩინეთის ბაზარზეა, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. ყოველდღიურ, უბნის მარკეტებში ქართული ღვინის შეღწევა იმის ნიშანია, რომ ის ჩინელი მომხმარებლისთვის ნელ-ნელა ყოველდღიურ, სამომხმარებლო პროდუქტად იქცა.

Georgian Wine Network-ის ხელმძღვანელი, მიხეილ სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი მაღაზიების მენეჯმენტში, როგორც წესი, გადაწყვეტილებები ემყარება ანალიზს და ირჩევენ ისეთ პროდუქტს, რაც დანამდვილებით იციან, რომ სამომხმარებლო კალათაში დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს და რის მიმართაც მზარდი მოთხოვნა იქნება.

მიხეილ სონღულაშვილი

მიხეილ სონღულაშვილი

„ღვინო „რანინას“ ჩინეთში შეხვდებით არა მხოლოდ ისეთ დიდ სუპერმარკეტებში, სადაც წარმოდგენილია ასობით დასახელების ღვინო, არამედ მცირე ზომის ქსელურ მაღაზიებშიც, სადაც, ვთქვათ, მხოლოდ ათი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი: ფრანგული, იტალიური, ესპანური, ავსტრალიური, საყოველთაოდ ცნობილი მწარმოებელი ქვეყნების პროდუქტი, აღიარებული რეპუტაციით, სასურველი ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ასეთ მაღაზიებში გამოჩენა ნიშნავს, რომ ქართულმა პროდუქტმა შეძლო საკუთარი ნიშა დაემკვიდრებინა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინისთვის ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩინეთის ბაზარზე.

ქართული ღვინო აქამდეც იყო ხელმისაწვდომი ჩინეთში, თუმცა პროფილურ ალკოჰოლისა და სასმლის კერძო მაღაზიებში, ხელმისაწვდომი იყო ონლაინაც, სოციალური ქსელებით და ა შ., მაგრამ არა სისტემურად. ეს იყო ქართული ღვინის ფრაგმენტული პოზიციონირება ბაზარზე. დღეს კი, 5000-ზე მეტ უბნის ყოველდღიურ მაღაზიასა და 60-ზე მეტ დიდ სუპერმარკეტშია უკვე წარმოდგენილი ქართული ღვინო – „რანინა“ამბობს Georgian Wine Network-ის ხელმძღვანელი მიხეილ სონღულაშვილი.

Georgian Wine Network

დუგლაძეების ღვინის კომპანია ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორია ჩინეთის ბაზარზე და „რანინაც“ 2016 წლიდანაა წარმოდგენილი ამ სივრცეში. თუმცა მხოლოდ ბოლო ხანებში მოხერხდა ქსელურ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ამ ბრენდის სისტემურად წარმოდგენა.

„რანინას“ წარმატება არ მხოლოდ ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიის წარმატებაა, არამედ ქვეყნის. რაკი ქართული ღვინო ჩინეთში უკვე ჩათვალეს სასურველ და კონკურენტუნარიან პროდუქტად, ეს გარდამტეხი მომენტი დიდ შესაძლებლობებს ხსნის სხვა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის ამ ბაზარზე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების [FTA] გაფორმება აღმოჩნდა. ხელშეკრულებამ უზრუნველყო ქართული ღვინის ნულოვანი ტარიფით შეტანა ჩინეთის ბაზარზე, რამაც გამოიწვია ერთის მხრივ მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, დადებითი გავლენა იქონია ცნობადობაზე.

მიხეილ სონღულაშვილი აქვე დასძენს, რომ ქართული ღვინის წარმატება წლების განმავლობაში კომპლექსური მუშაობის შედეგია: ერთი მხრივ ქართველი მწარმოებლების, რომლებმაც დიდი შრომა და რესურსი ჩადეს ქართული ღვინის ხარისხის დახვეწასა და ჩინურ ბაზარზე ამ პროდუქტის პოპულარიზებაში, ხოლო მეორე მხრივ – სახელმწიფოსა და ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პოლიტიკის, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციას.

Georgian vine
ქართული ღვინო შანხაის მაღაზიაში

დღესდღეობით ქართული ღვინო ჩინეთში იმპორტირებული ღვინის ათეულში შედის, თუმცა დიდი გზაა გასავლელი პოზიციის გასაუმჯობესებლად.

„ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მომავლისათვის ტოვებს იმედის საფუძველს, რომ ბევრ სხვა ქვეყანაზე უფრო საინტერესოდ და მნიშვნელოვნად დავინახოთ ჩინეთის ბაზარი.

სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ღირს ძალისხმევის გაწევა ჩინურ ბაზარზე ფეხის მყარად მოსაკიდებლად. იმის მიუხედავად, რომ ტრადიციული ბაზრები ჩვენთვის დიდი მნიშვნელობისაა, ქართულ ღვინოს ჩინურ ბაზარზე კიდევ უფრო უკეთ პოზიციონირების შესაძლებლობა აქვს და სწორი მუშაობით რეალური ხდება ჩინური ბაზარი იქცეს ტრადიციული ბაზრების ღირსეულ ალტერნატივად. რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ქართული ღვინის ბაზარი, მით უკეთესი“ამბობს მიხეილ სონღულაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი