თვითეულ კონვერტში, რომელიც არასამთავრობოებმა დეპუტატებისთვის გაამზადეს, დევს მეხსიერების ბარათი, რომელსაც გასაღების ფორმა აქვს. მეხსიერებს ბარათს, რომელსაც აწერია – “ამას მოუსმინეთ”, ჩაწერილია საახალწლო და საშობაო სიმღერები.
სასაჩუქრე ბარათში, ასევე, არის მისალოცი ბარათი, რომელზეც ფარული მოსმენების საკითხზე “ეს შენ გეხებას” მესიჯებია განთავსებული.
ეს “შენ გეხებას” წარმომადგენლების განმარტებით, ამ საჩუქრებს დეპუტატები დღეს ქუთაისში მიიღებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ და აღმასრულებელმა ხელისფლებამაც წლევანდელი ახალი წელი მოსახლეობას ძალიან ცუდად მიულოცა იმ გადაწყვეტილებით, რაც მოსმენების თემაზე მიიღეს, ჩვენ მაინც ვგეგმავთ, რომ მათ, ვინც ამას ხმა მისცა და ამის ინიცირება მოახდინა, მივულოცოთ ახალი წელი სპეციალური ბარათებით, სადაც დატანილია შეტყობინებები, რომელსაც ჩვენი კამპანიის განმავლობაში ხაზს ვუსვამდით. ასევე, მეხსიერების ბარათები, რომელიც მათ პრაქტიკულადაც გამოადგებათ”, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
30 ნოემბერს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს კენჭი ხელახლა უყარა და პრეზიდენტის ვეტო 82 ხმით 13–ის წინააღმდეგ დაძლია.