ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

28 ივნისი, 2019 • 1210
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიძიოს 20 ივნისის მოვლენები, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტება.

„[ხელისუფლებას] მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის შესაძლო გადამეტებასა და ნებისმიერ მოქმედებაზე, რამაც გამოიწვია ძალადობა და წინ უსწრებდა პოლიციის პასუხს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად. აუცილებელია ომბუდსმენის ჩართულობა. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ“, — წერია განცხადებაში.

28 ივნისს ეს განცხადება ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ გამოაქვეყნა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების სახელით. მანამდე იგივე განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი