ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს 20 ივნისის მოვლენები, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტება.
„მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობასა და მოქმედებებზე, რომლებმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად, ამომწურავად. სახალხო დამცველის ჩართვა მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ, კომპრომისისკენ“, — დაწერა ელჩმა 28 ივნისს საღამოს.
მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და მოქმედებებზე, რომლებმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად, ამომწურავად. სახალხო დამცველის ჩართვა მნიშვნელოვანია.
მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ, კომპრომისისკენ— Justin McKenzieSmith (@JustinMcKenzieS) June 28, 2019