ახალი ამბები

დაჭრის ფაქტს შსს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს

24 დეკემბერი, 2014 •
დაჭრის ფაქტს შსს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს

საინფორმაცი სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვნებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში ერთმანეთი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. 

 

როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ერთი არასრულწლოვანი მუცელში მძიმედ არის დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი