ახალი ამბები

დაბადების დღეზე ილია მეორეს ნანი ბრეგვაძე კონცერტს მიუძღვნის

24 დეკემბერი, 2014 •
დაბადების დღეზე ილია მეორეს ნანი ბრეგვაძე კონცერტს მიუძღვნის

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის საკრებულო არიან.

 

ნანი ბრეგვაძესთან ერთად კონცერტში ასევე  მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ცაგარელი (ალტი) და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

 

იდეის და სიმღერების ორიგინალური ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი – დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი – მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი – თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია – გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი –  ვანო ჭელიძე, გენერალური პროდიუსერი  – დავით ოქიტაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი