ახალი ამბები

საქართველოს სამ უნივერსიტეტში ამერიკული დიპლომები გაიცემა

24 დეკემბერი, 2014 •
საქართველოს სამ უნივერსიტეტში ამერიკული დიპლომები გაიცემა

პროექტის – „სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქართველო 2020“ – ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება ბაკალავრიატის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამები ელექტრულ ინჟინერიაში, ქიმიაში (ბიოქიმიის განხრით), კომპიუტერულ ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის კომპაქტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება.

 

მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა  მაგდა მაღრაძემ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. 

 

 

პრეზენტაციაზე ყურადღება დაეთმო ფონდის პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განათლების პროექტის განხორციელება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 16 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში 2015 წლიდან გაიცემა დაახლოებით 12.5 მილიონი აშშ დოლარის გრანტები პროფესიული განათლების საჯარო და კერძო პროვაიდერებისთვის, ასევე განხორცილდება 760 000 აშშ დოლარის ტექნიკური დახმარების პროგრამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი