ახალი ამბები

“გაჯგიმვას განახებ”, “ფეხებსაც ვერ მომჭამ” – დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირება

24 დეკემბერი, 2014 •
“გაჯგიმვას განახებ”, “ფეხებსაც ვერ მომჭამ” – დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირება

გია ბარამიძემ აღნიშნა, რომ თბილისში პარლამენტის საქმიანობა არაკონსტიტუციურია და ეს საკითხი ბიუროზე წამოაყენა. მანანა კობახიძემ ბარამიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაამისამართა. გია ბარამიძემ მმართველი გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

 

ბარამიძის წინადადებას გამოეხმაურა დავით საგანელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავს შენიშვნას არ მიიღებდა იმ გუნდის წარმომადგენელისგან, რომელიც მუდმივად არღვევდა კონსტუტიციას.

 

“მორჩი მაგ დემაგოგიას”-მიმართა საგანელიძემ ბარამიძეს, რაზედაც მისგან პასუხი მიიღო, მენტორულ ტონზე უარი ეთქვა.

 

“ნუ იჯგიმები, რა”- ასე მიმართა ბარამიძემ საგანელიძეს.

 

“გაჯგიმვას განახებ”- ამ რეპლიკით უპასუხა საგანელიძემ ბარამიძეს, რაზეც პასუხად ფრაზა “ფეხებსაც ვერ მომჭამ” მიიღო.

 

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საკომიტეტო მოსმენები პარლამენტის თბილისის შენობაში ტარდება, ხოლო პლენარული სხდომები- ქუთაისში. “ნაციონალური მოძრობას” პარლამენტის თბილისის შენობაში მიმდინარე მუშაობაში მონაწილეობას პროტესტის გამო არ იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი