ახალი ამბები

2014 წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში იანოშ ჰერმანის თვალით

24 დეკემბერი, 2014 • • 1205
2014 წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში იანოშ ჰერმანის თვალით

როგორ შეაფასებთ 2014 წელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღმავების თვალსაზრისით? იყო თუ არა ეს საუკეთესო წელი ამ კუთხით?

ცოტა ძნელია განსაჯო, იყო თუ არა ეს ჯერჯერობით საუკეთესო წელი, მაგრამ ნამდვილად იყო ძალიან კარგი წელიწადი და მე იმედი მაქვს, რომ არც მომდევნო წლები იქნება ნაკლები.

რატომ მიიჩნევთ 2014 წელს ერთ-ერთ საუკეთესო წლად?

2014 წელზე ამას, პირველ რიგში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და შემდეგ მისი რატიფიცირების გამო ვამბობ. გარდა ამისა, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ თანამშრომლობის არაერთ სფეროში. არაერთი პროექტი განხორციელდა.


საქართველო და ევროკავშირი
საქართველო და ევროკავშირი

ორმხრივი ურთიეთობების გაღრმავების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო 2014… საქართველოსა და ევროკავშირს შორის არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხოციელდა როგორც თბილისში, ასევე, ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში. ასე რომ, ეს იყო ძალიან აქტიური წელიწადი, რომლის შედეგებსაც, ჩემი აზრით, 2015 წელსაც დავინახავთ.

მე მინდა გკითხოთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე, რამდენად შესაძლებელია 2015 წელს მოხერხდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის საშუალებას მისცემს?

[2015 წელს] ეს ჩვენი საერთო მიზანია, თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ კონკრეტულ ბოლო ვადებსა [დედლაინებსა] თუ თაიმლაინებზე ვისაუბროთ, არამედ ის, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტირებაზე მოვახდინოთ ფოკუსირება. კონკრეტული დედლაინების დასახელებისაგან მე თავს შევიკავებ. ახლა საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ საქართველო მზად არის ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.


იანოშ ჰერმანი
იანოშ ჰერმანი

ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა ამ მიმართულებით რა შეიძლება იყოს? საქართველომ ახლა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში მიღებული კანონების, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონდმებლობის, იმპლემენტაცია უნდა განახორციელოს…

ევროკომისიის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, საქართველომ უკვე შეასრულა პირველი ფაზა ვიზა- ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასე რომ, შემდეგი გამოწვევა, რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს, სწორედ მეორე ფაზის შესრულებაა.

საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პარალელურად ევროპარლამენტმა მიიო რეზოლუცია. მე მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ევროპარლამენტის ამ დოკუმენტში ჩადებული პუნქტი იმის შესახებ, რომ ისევე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთების უფლება. დღეს რომ გადაწყვიტოს საქართველომ წევრობაზე განაცხადის შეტანა, როგორი იქნება მისი შანსები?

ჩემი აზრით, პარაგრაფი ძალიან ნათელია და მე მას არ განვმარტავ. ის ამბობს, რომ საქართველოს აქვს ეს შესაძლებლობა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ახლა ჩვენ ძალიან ნათელი პროგრამა გვაქვს: ეს არის ასოცირება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურად ძალიან ახლო ასოცირებას ვახდენთ და ამავე დროს ვაგრძელებთ ინტეგრაციის გაღრმავებას. ეს არის ძალიან ნათელი რამ. ჩემი აზრით, ახლა მართებული იქნება, თუ კონცენტრირებას ამაზე მოვახდენთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი