ახალი ამბები

მთავრობა 4 კონფესიისთვის თანხების გაორმაგებას აპირებს

24 დეკემბერი, 2014 •
მთავრობა 4 კონფესიისთვის თანხების გაორმაგებას აპირებს

“მთავრობის დანაპირები შესრულდა ამ მიმართულებით, ვგულისხმობ მთავრობის დადგენილებას 4 კონფესიის, ეს გახლავთ მუსლიმური თემი, სომხური თემი, ებრაული და კათოლიკური თემი, და საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი”,- განაცხადა ვაშაყმაძემ

მისივე თქმით, ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება  რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს მიერ და თანხები გადარიცხულია.

“პრემიერმა ბრძანა, რომ გადაწყვეტილი საკითხია და 2015 წელს წლევანდელთან შედარებით ეს გამოყოფილი თანხა იქნება გაორმაგებული” – ამბობს ვაშაყმაძე.

დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ მუსლიმური თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გვარდება:

“დღეს ეს ყველაფერი გვარდება, როგორც ჭირდება მუსლიმ თემს და სხვადასხვა აღმსარებლობებს. მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  უფრო მეტი გაკეთდება ჩვენი ქვეყნისთვის”,- ამბობს ის.

 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ ოთხ კონფესიას -ებრაულთა და  მუსლიმთა თემებს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და კათოლიკურ ეკლესიას გამოეყოთ ფინანსური კონპენსაციები საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდში მიყენებული მორალურ-მატეტიალური კონპენსაციის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი