ტვ პირველის გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მის გადაცემაში ნიკა მელიას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა სასამართლოს შეზღუდვის გამო ვერ შეძლო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აღმკვეთ ღონისძიებად  30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ამასთან ერთად გარკვეული დამატებითი ვალდებულებები დააკისრა.

ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე. სასამართლოს განჩინებით,  მელიას აეკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;